ახალგაზრდა ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი განცხადებას ავრცელებს

luka-feiqrishviliმოკლედ მე არ ვარ პოლიტიკოსი,
მე არ ვიბრძვი პოლიტიკისთვის,
მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის კიბერ სამყაროში და არამარტო,
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება წამყვანი,მე და ჩემნაირები პროფესიიდან გამომდინარე სულ მოწოდების სიმაღლეზე დავრჩებით…
მოუწოდებ ყველას იმ ყველას ვისაც რაიმე სახის შეხება აქვს ჩემთან…
მე არ ვითხოვ არაფერს უბრალოდ ნუ ჩაერევით ისეთ საკითხებში რომლის შესახებ არაფერი გსმენიათ და არაფერი გაგეგებათ!
ნუ დააზარალებთ საკუთარ თავს და შემდეგ თქვენს გარშემო მყოფებს თქვენივე უგუნურობით!
ნუ იტლიკინებთ და ამ ტლიკინს ნუ დაარქმევთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ჩემთან მიმართებაში!
საერთოდ არ დავინდობ არავის!
ამ ეტაპზე მე ვიბრძვი ქართული ოცნების წინააღმდეგ და ვალდებული ვარ შეუერთდე ყველა სხვა ძალას რომელიც ებრძვის მათ რეჟიმს,ხოლო მიზეზი ჩემი ბრძოლის არის ორი რამ,
1) ჩემი ქვეყნის და საზოგადოების კარგად ყოფნა,სამართლიანობა და რეალური თავისუფლება როგორც კიბერ სამყაროში ისე რეალურ ცხოვრებაში…
2) ანგარიშსწორება კანონის ფარგლებში პიროვნებებზე რომლებმაც 8 საათი დამკითხეს და მომივარდნენ სახლში,
ამავდროულად რამდენიმე საიტის ადმინისტრაციის წევრების დაკავება დაკითხვა შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა…
აი ამ ორი მიზეზის გამო ვიბრძვი არსებული პოზიციის წინააღმდეგ და ვინც წინ გადამიდგებით არავის არ დაგინდობთ არაქვს მნიშვნელობა ვინ იქნება…
ამავდროულად იმ შემთხვევაში როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან და არ მომეცემა საშუალება ზემოთ ხსენებული კანონიერი ანგარიშსწორების ავტომატურად დავიწყებ ბრძოლას ახალი პოზიციის მიმართ იქნება ეს ნაც მოძრაობა თუ სხვა პარტია არ აქვს მნიშვნელობა…
გაითვალისწინეთ და იცოდეთ!
იმაზე უფრო მკვეთრად შეაფასეთ ჩემი და ჩემნაირების როლი ამ ბრძოლაში ვიდრე აფასებთ!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნატრიაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი კენჭს ფოთის მაჟორიტარად იყრის?