ახალციხის საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ახალციხეში სააარჩევნო უბანზე. მიზეზი ქართული ოცნების წარმომადგენლის მითითება გახდა, რომელმაც ამომრჩეველს მოუწოდა საარჩევნო ბიულეტენში 41 შემოეხაზა.

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გადასატანი ყუთი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მიიტანეს. ადგილზე მცირე შეკამათებაც მოხდა და ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

მომხდარზე დაწერილია საჩივარი, რა რეაგირება მოჰყვება საჩივარს ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიუსკო : 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 12.54%-იანი აქტივობა ფიქსირდება
შემდეგი სტატიაეკა გიგაური : არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს