ახალციხეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამავე რაიონში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა ზაზა გელაძემ და გამგეობის და გუბერნიის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ჩვენი წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 80 წლის მამა ნოდარ კაპანაძე და 23 წლის შვილი ზურაბ კაპანაძე. 23 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული-აცხადებს მელია

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ძალადობას გულისხმობს.მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: კახა კალაძეა არცერთ მსგავს ფაქტს არ გაგიტარებთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: დღეს მე ვარ თათია დოლიძე !