ახალციხეში ირანის მოქალაქე არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირშია ეჭვმიტანილი

ახალციხეში არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის, ირანის მოქალაქეს ასამართლებენ. შემთხვევა  სამი თვის წინ მოხდა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს  გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის მე–18 მუხლით – დანაშაულის მომზადებას და 140 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს.

1966 წელს დაბადებულ მამაკაცს ირანში მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. იგი ახალციხეში ერთ–ერთ საწარმოში მუშაობდა. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ზრდის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას
შემდეგი სტატიანიკა გვარამია გიგი უგულავას მიმართვს