,,ახალაიების შურისძიება ,,ოცნების,, სახელით,, – კახა მიქაია საკრებულოდან გარიცხეს… (VIDEO)

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ…

საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისიის დასკვნა გუშინ გამოაცხადა საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ. კახა მიქაიასთვის წევრობის შეწყვეტას, ზუგდიდის საკრებულოში ხმა მისცა 24 დეპუტატმა, ცოტნე მურღულიასთვის წევრობის ვადამდე შეწყვეტას კი – 25-მა. ხმის მიცემის უფლებით არ უსარგებლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ქართული ოცნების“ ქვოტით გასული კახა მიქაიას და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ცოტნე მურღულიას უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად საკრებულოს უმრავლესობა სხდომების გაცდენაა 6 თვეზე მეტი ვადით, ასახელებს.

“ეს არის მცდელობა, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული „ნაციონალებისა“, როლანდ ახალაიას შტაბის უფროსების, მისი კუდის თანამშრომლების, სააკაშვილის „ზონდერების“ და გოროზიას ბიზნესპარტნიორების, მე წამართვან ტრიბუნა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი კრიტიკული ხმა, რომელიც პოზიტივისკენაა მიმართული, მომავალშიც გაისმება. თუ დღეს დავკარგე, საკრებულოს ტრიბუნა, იმედია, ახლო მომავალში, წლების მანძილზე აკრძალული „რუსთავი 2“-ის ეთერი ჩემთვის გაიხსნება. მადლობელი ვარ და კმაყოფილი რომ აღარ ვარ საკრებულოს წევრი“, – აცხადებს ,,დაიცავი საქართველოს,, ლიდერი კახა მიქაია“თაიმერთან” საუბარში.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: 7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე
შემდეგი სტატიაუკრაინა აფხაზურ და ოსურ ნომრიან ავტომობილებს დააკავებს…