ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

7რამდენიმე წუთის წინ ახალი ზელანდიის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურებმა 7,4 მაგნიტურის რყევები დააფიქსირეს. სპეციალისტების თქმით, ეპიდცენტრი ქალაქ კრაისტჩერჩიდან 95 კილომეტრში მდებარეობდა. ამ ახალზელანდიურ ქალაქს 2011 წლის ძლიერი მიწისძვრა ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსოვს, რომლის დროსაც 185 ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლისა და ნგრევების შესახებ ინფორმაცია ჯერეჯრობით არ გავრცელებულა – “ბიბისი” წერს და ინფორმაციას 2011 წლის მიწისძვრის ფოტოს ურთავს.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტებიდან ერთი წლის შემდეგ კლუბი “ბატაკლანი” სტინგმა გახსნა
შემდეგი სტატიაბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება