ახალ ზელანდიაში 500 ძროხის გაქრობის ფაქტს იძიებენ

ახალი ზელანდიის პოლიცია 500 ძროხის გაქრობის ფაქტს იძიებს, რომელიც კუნძულის სამხრეთით მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე მსგავსი შემთხვევა არასდროს მომხდარა.
დანაკარგის შესახებ ძროხების გადათვლის შემდეგ დაადგინეს. ივლისის დასაწყისში ფერმაში 1300 ძროხა იყო. პოლიციის ვერსიით, ქურდობა ეტაპობრივად ხდებოდა უკანასკნელი ორი თვის მანძილზე.
ფერმის მფლობელი ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს. წინასწარი დათვლით, მისი ზარალი სავარაუდოდ 750 ათასი დოლარია.
ადგილობრივი მთავრობა ფერმერებს საკუთარი ტერიტორიების საზღვრების გამაგრებას სთხოვს.
ახალ ზელანდიაში დაახლოებით 10 მილიონი ძროხაა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მოსახლეობა.

banner
წინა სტატიაშიცუკენბერგმა რომის პაპს სათამაშო უპილოტო თვითმფრინავი აჩუქა
შემდეგი სტატიამერკელი: ევროპაში არ შეიძლება უკანონოდ გადაკვეთო საზღვარი