ახალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობა იმართება

დღეს ფუძნდება ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის”,პაატა ბურჭულაძის ხელძღვანელობით. ეს იქნება ახალი ეპოქის დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს ხალხისათვის, აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ხალხი.- განაცხადა “სახელმწიფო ხალხისათვის” ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, დღეს ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, წარადგენენ გუნდის ახალ სახეებს, თუმცა არ დაასახელებენ პოლიტსაბჭოსა და საარჩევნო სიის შემადგენლობას.

“ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ გაერთიანება და არა – დაყავი იბატონე, რაც ამგრევდა საქართველოს 25 წლის განმავლობაში. ახალი და პროფესიონალი თაობის შემოყვანა ქართულ პოლიტიკაში არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. დღეს არ წარვადგენთ პოლიტსაბჭოს და საარჩევნო სიის შემადგენლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი პროფესიონალისთვის, რის შემდეგაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებთან .მინიმუმ ერთი თვე კიდევ უფრო დიდ პროფესიონალებს მოვიზიდავთ ჩვენს გუნდში და შემდეგ სიის შემადგენლობაზეც ჩამოვყალიბდებით.”- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ბერნი სანდერსთან დებატებზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაპაკისტანის მთავრობამ პრეზერვატივების რეკლამა აკრძალა