“ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ახალი ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებაზე კონსულტაციებს ადასტურებს. მიროტაძის განცხადებით, ფორუმი აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას განაგრძობს და მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრობლობისთვის.

”ვრჩები აქტიურ ოპოზიციაში, იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ვთქვათ ვიყავი პარლამენტში შესვლამდე, იგივეს აპირებს ჩემი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ევროპული ტიპის ახალი გაერთიანება, სადაც წარმოგვიდგენია საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრების გაერთიანება, ეს არის შეთავაზება. პოლიტიკური სპექტრი იმყოფება ფიქრის რეჟიმში, აქვე მინდა გითხრათ, რომ არსებობს გარკვეული კონსულტაციები“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – სასამართლომ პაატა ბურჭულაძის საბანკო ანგარიში დააყადაღა
შემდეგი სტატია“კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა, ”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ ბავშვებისთვის გმირები არიან”