“ახალ მინისტრთა კაბინეტში წულუკიანი არ უნდა იყოს,” – ზაზა ხატიაშვილი

ახალ მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს – აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის პრეზინდეტი. ზაზა ხატიაშვილი ამბობსმ, რომ ის მურუსიძეებს სასამართლო სისტემაში არ დაუშვებს.

“ხელისუფლება დაინახავს რომ არ დავუშვებთ მურუსიძეებს. იუსტიციის მინისტრად თუ წულუკიანი დაინიშნება ეს სასამართლო სისტემას დაასამარებს. წულუკიანი სავარაუდოდ გარეული იყო იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში,”- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი

სამოქალაქო სექტორი კი ხვალიდან ამ მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ სამი არამოსამართლე წევრისთვისაც. სამოქალაქო სექტორი ოპოზიციასთან ერთად ლევან მურუსიძის არჩევაში არსებულ ზეწოლაზეც საუბრობს და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რათა ხელისუფლებამ სასამართლზე კონტროლი შეძლოს.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი შუშის სასახლიდან თავის მარიონეტებს აქეთ-იქით ათამაშებს”
შემდეგი სტატია„ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემები არა მგონია შეიქმნას“