ოპოზიცია მმართველი გუნდის და პრეზიდენტის ახალ დაპირისპირებაზე საუბრობს

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა უზენაესი სასამართლოს წევრობის, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს, საპარლამენტო უმცირესობაში ეხმაურებიან.

ოპოზიცია მმართველი გუნდის და პრეზიდენტის ახალ დაპირისპირებაზე საუბრობს. უმცირესობაში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა და შესაბამისად, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს არ ჰქონდა რაიმე სახის ვალდებულება, რომ რაიმე სახის კონსულტაციები ჩაეტარებინა, თუმდაც მმართველ გუნდთან.

“ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ვერ მოახერხეს მარგველაშვილის დათანხმება საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით. ძალიან საფუძვლიანი ეჭვებია, რომ შანტაჟის მიზნად, ქართული ოცნება იყენებს იმას, რომ არ ამტკიცებენ ამ მოსამართლეებს და ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თანამდებობისთვის, საკუთარი ამბიციებისთვის ეს ადამიანები, ქართული ოცნების დიდი გუნდის წარმომადგენლები, ერთის მხრივ, პრეზიდენტი და მეორეს მხრივ პრემიერმინისტრი და პარლამენტი ქართული ოცნების ფრაქცია, ვაჭრობენ ქვეყნის ბედით, ვაჭრობენ მოქალაქეების ბედით. ეს არის ძალიან სავალალო ვითარება, რაშიც ქართულმა ოცნებაც ჩააგდო ჩვენი ქვეყანა,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამავე საკითხს თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც გამოეხმაურა.

“უმრავლესობის სიჯიუტე აბსოლუტურად გაუგებარია. მეტი რა კონსულტაცია უნდა გაეწია პრეზიდენტს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სამი მოსამართლის საკითხი პლენარულ ფორმატში განხილვას თვეზე მეტია ელოდება, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობას პრეტენზია მათი შერჩევის პროცესთან აქვს.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.2158 ლარია