აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დატოვეს.

როგორც სუს-ის თანამშრომლები აცხადებენ, ისინი უწყებაში აკაკი მინაშვილისთვის და ნუგზარ წიკლაურისთვის სუს-ში დაკითხვაზე დაბარების უწყების გადასაცემად მივიდნენ.

ნუგზარ წიკლაურმა და აკაკი მინაშვილმა უწყებების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს და არც საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავენ.

სუს-ის თანამშრომლები არ აკონკრეტებენ დაკითხავენ თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს პარტიის ოფისში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაკითხვის უწყებებს არ იბარებენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 18:00 საათისთვის არიან დაბარებული