აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში არ გამოცხადდნენ

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დათქმულ დროს – 18:00 საათზე არ გამოცხადდნენ.

იქამდე, მინაშვილმა და წიკლაურმა სუს-ის წარმომადგენლების მიერ მიტანილი უწყებები არ ჩაიბარეს. ნუგზარ წიკლაურმა ამის მიზეზად ჟურნალისტებს ის განუცხადა, რომ „პარტია არ აპირებს, სუს-ის მიერ დადგმულ მასკარადში ჩაებას“.

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, თავად მივიდნენ პარტიის ოფისში.

მედიით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. სუს-ის ცნობით, მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა

„სუს-ი არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადეს დღეს სუს-ში.

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერი დღეს გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერი Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ნაცმოძრაობის გენერალური პროკურორი ცდილობს რევოლუციის ლეგიტიმურობას
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : ეს არის ჩვეულებრივი, სასოწარკვეთილი, გაკოტრებული ხელისუფლების იაფფასიანი პიარსვლა