აკაკი მინაშვილი: ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო სახიფათო ხდება

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე დღეს აკაკი მინიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს მომხდარი ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევები ადასტურებს სამართალდამცველების არაეფექტურ მუშაობას.

„ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო სახიფათო ხდება. საზოგადოება მოწმეა ძალიან მძიმე დანაშაულების, რომელიც ხდება დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა სირიაში
შემდეგი სტატიამთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში ბიზნესმენებს ხვდება