აკაკი მინაშვილი: არამგონია ამ ფრამაზამ ხელი შეუშალოს ვიზალიბერალიზაციას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, ევროპული ოჯახისკენ სვლა საქართველომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას მიიღებს.

“საქართველოს ევროპული ამბიცია ქართველი ხალხის ათწლეულის მიზანი და მისიაა. ამ მიზნისთვის, ბევრს უბრზოლია, მათ შორის სისხლი დაუღვრია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, სწორედ დასავლეთ სამყაროსთან ინტეგრაცია, ევროპულ ოჯახში გაერთიანება, “ნაციონალური მოძრაობის მთავარი და ფუნდამენტული ხაზი. შესაბამისად, ყველა მოქმედება ამისკენ იყო მიმართული. რადგან ჩვენ ზალიან კარგად ვიცით, რომ ევროპული ოჯახი, საქართველოს უსაფრთხოების, მოქალაქეების კეთილდღეობის გარანტიაა. სწორედ ჩვენი პარტიის აქტიური მოქმედებით, 2009 წელს აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დღეს ვიზალიბერალიზაციას ვიღებთ. განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ გვინდა ამ პროცესს ხელი შევუშალოთ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ტყუილია და ჩვენ ყველა ფორუმზე ვამბობთ, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.

რაც შეეხება დოკუმენტს, ჩვენ გთხოვთ მხოლოდ ერთი ფრაზის დამატებას, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები. რა არის ამაში გაუგებარი?! არამგონია ამ ფრამაზამ ხელი შეუშალოს ვიზალიბერალიზაციას. პირიქით, ხელს შეუწყობს” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: თქვენ საფრთხის ქვეშ დააყენეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში ბევრ დაბრკოლებას აწყდება