აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორის გადაყენების საკითხზე იმსჯელეს

თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად რექტორის გადაყენების საკითხზეც იმსჯელეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნით შედგა. “სტუდენტური თვითმმართველობის მთავარი წინადადება ისევ იგივეა, ეს არის რექტორის გადაყენება. იყო ამ თემაზეც მსჯელობა. ასევე ვიმსჯელეთ სხვა თემებზე, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის საკითხებზე. იყო ბევრი სხვა საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა უნივერსიტეტთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ და მე მომხრე ვარ, რომ ყველანაირად შესწავლილი იყოს რექტორის საქმიანობა”, – განაცხადა პაპავამ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს წევრებს საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International საქართველოს ხელისუფლებას ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია(ვიდეო) „მსოფლიო ტურიზმის სალონზე“აფხაზეთი წარმოდგენლია როგორც დამოუკიდებელი სახელწიფო