აკადემიური საბჭო რექტორთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ვადას ითხოვს

შეხვედრა განათლების სამინისტროში დასრულდა, თუმცა აკადემიური საბჭოს წევრები ახლა გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამჯერად ამ შეხვედრას დაესწრება ლადო პაპავაც.

„უნივერსიტეტში ვლადიმერ პაპავას ყოფნა -არყოფნის გადაწყვეტილების მიღებას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებთ. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის, თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხი არის შესაბამისი. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე კონკრეტული შემოთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისათვის, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას, რათა იმსჯელონ რექტორის საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტულება. ეს ადამიანები არიან, ვინც რექტორი აირჩიეს და ამათვე აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

როგორც აკადემიური საბჭოს წევრმა, ნუგზარ სურგულაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ორივე მხარის პრობლემები განიხილონ, საბჭოს გონივრული ვადა ჭირდება.

„საბჭოს წევრებს შორისაც არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული დრო. ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ როგორც “ოდეერის” შესახებ საკითხს, ისე თვითმმართველობისა და რექტორთან დაკავშირებულ საკითხებს შევისწავლით, თუმცა ამისთვის გვჭირდება გონივრული ვადა”, – აღნიშნა სურგულაძემ.

banner
წინა სტატიაშიISET საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსის მკვეთრად გაუმჯობესებას “კვირიკაშვილის ეფექტს” უკავშირებს
შემდეგი სტატიათსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში მივიდა-პაპავა გადადგომას არ აპირებს