Air France: კენიაში ექსტრემალური დაშვება ცრუ განგაში იყო

Air France: კენიაში ექსტრემალური დაშვება ცრუ განგაში იყო

Air France: კენიაში ექსტრემალური დაშვება ცრუ განგაში იყოAir France-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საეჭვო საგანი, რომელიც ლაინერის ბორტზე იპოვეს და რომლის მიზეზითაც თვითმფრინავმა ექსტრემალური დაშვება განახორციელა, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო.
ბოინგ 777-ის პილოტებმა დაშვებაზე ნებართვა მას შემდეგ ითხოვეს, რაც თვითმფრინავის ტუალეტში ნაპოვნი იქნა ყუთი, რომელიც ბომბს გავდა. კერძოდ, კი ერთ-ერთმა მგზავრმა შენიშნა მოწყობილობა, რომელიც წამზომს გავდა.
მომბასის აეროპორტში დაშვებისას მგზავრები დაიკითხნენ და თვითმფრინავი შემოწმდა.
ჯამში, აღმოჩნდა, რომ ბორტზე ნაპოვნი საგანი საშიშროებას არ წარმოადგენდა და ის ასაფეთქებელი ნივთიერება არ იყო.

ბოინგის ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიფოთის მცხოვრებლემბა თევზის სუნის გამო მიტინგი გამართეს
შემდეგი სტატიაესპანეთსში ისტორიული არჩევნები ტარდება