სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ალჟირიდან მარსელში გაქრა რადარებიდან, სავარაუდოდ ხმელთაშუა ზღვის რაიონში. როგორც Flightradar24 იუწყება, რადარებიდან გაქრობამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა გადასცა ცნობა შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ. ბოინგმა 737-მა ხმელთაშუა ზღვიდან ესპანეთის ერთ-ერთ კუნძულამდე მიაღწია, შემდეგ შემობრუნდა, საპირისპირო მხარეს გაფრინდა, რის შემდეგადაც გაუჩინარდა.