აიდახოს პრაიმერიზე კრუზმა ტრამპი დაამარცხა

რესპუბლიკელების პრაიმერიზე, რომელიც აიდახოს შტატში გაიმართა, სენატორმა ტედ კრუზმა მილიარდელი დონალდ ტრამპი დაამარცხა – ამის შესახებ ცნობას CBS News-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, კრუზმა მიიღო 42%, რაც პარტიის მომავალ ყრილობაზე დელეგატების 14 ხმას ნიშნავს, ტრამპმა კი 29% – ანუ, 10 დელეგატის ხმა მიიღო.
ადრე მისისიპისა და მიჩიგანის შტატებში გამართულ პრაიმერიზე ტრამპმა დაამარცხა კრუზი.
უკანასკნელი მონაცემებით, ტრამპს შეუძლია 430 დელეგატის ხმის იმედი ქონდეს, კრუზს კი 340. პარტიიდან ოფიციალურ კანდიდატად დასახელებისთვის აუცილებელია 1237 ხმის დაგროვება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატია“მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს წარსულში ერთმანეთთან გარკვეული შეხება ჰქონდათ “