აჰმედ იმამკულიევი : ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისთვის ჩაატარეს დაშინების ოპერაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისთვის ჩაატარეს დაშინების ოპერაცია.

„ეს იყო არასწორი, რაც მოხდა მარნეულში. იგივე სცენარი იყო კორცხელშიც, მაგრამ იქ სპეცოპერაციით არავინ აუყვანიათ, დააჯარიმეს მხოლოდ 100 ლარით. კორცხელში იყო უფრო მძიმე სიტუაცია, იქ ცემეს ჩვენი პარტიის წევრები და ლიდერები, თუმცა სპეცრაზმი იქ არ ჩარეულა, დააჯარიმეს 100 ლარით. რატომ მოხდა მარნეულში სპეცოპერაციით დაკავება? ეს იყო დაშინება მოსახლეობის. მოსახლეობა სამწუხაროდ თვლის, რომ ეს სპეცოპერაციაც და დაპირისპირებაც მოხდა, რადგან იქ ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობა”, – განაცხადა იმამკულიევმა.

მისი თქმით, ძალადობა, რომელიც განხორციელდა ეს იყო ეთნიკური უმცირესობის მისამართით, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა.

“ძალიან ცრუობს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერიც როცა ამ დაპირისპირების ეთნიკურ ნიადაგზე გადაყვანაში მე მადანაშაულებენ. მოსახლეობას ესენი ვერ დააშინებენ მერწმუნეთ, მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ამ არჩევანს არ უღალატებენ, 48 უბანში, სადაც მეორე ტური გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა იმამკულიევმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს სამეფო კლუბი” ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო მონარქიის დაწესების ინიციატივით მიმართავს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი : საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი პირადი სიმპათია ირინა იმერლიშვილს ეკუთვნის