აჰმედ ჩატაევის ოჯახი ცხედრის სირიაში გადასვენებას ითხოვს

აჰმედ ჩატაევის ოჯახი ქართული მხარისგან ცხედრის გადაცემას ითხოვს. შუამავლობისთვის ჩატაევის ოჯახის წევრები წითელ ჯვარს სთხოვს დახმარებას. თუმცა როგორც მისიაში აცხადებენ მათთვის აღნიშნული თხოვნით ოფიციალურად არავის მიუმართავს.
ტელეკომპანია იბერიას ინფორმაციით ჩატაევის ოჯახის წევრები და პირადად მისი მეუღლე ცხედრის გადასვენებას სირიაში ითხოვს.

წითელი ჯვრის პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განცხადებით არ არის გამორიცხული რომ ლიკვიდირებულის ოჯახს სირიის ბიუროსთვის მიემართა.

„თუ მოხდა მსგავსი მოთხოვნის შესახებ მიმართვა, ეს სირიის ბიუროს ეცოდინება ან შეიძლება მოხდა ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე კომიტეტშოი ან ფედერაციაში, მაგრამ ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ზოგადად, როდესაც არის მოთხოვნა, უშუალოდ ეცნობება „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს,“- აცხადებს ნათია ლოლაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი BBC-ს ჟურნალისტს – დაიკარგე აქედან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა