აგვისტოში აფხაზმა სეპარატისტებმა “საზღვარზე” 2 ქართველი დააკავეს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის უშიშროების სამსახურმა ამა წლის აგვისტოში “სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც მათ საიტზე ქვეყნდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების ღონისძიებები ჩატარდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მხარდაჭერით.
დაკავებულთა შორის არიან : ხვიჩა ლეპარტია,1984 წელს დააკავეს 7 აგვისტოს დააკავეს, სასამართლომ მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა;
მანუჩარ ცუშბაია,1975 წელს დაბადებული, დააკავეს 24 აგვისტოს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში “ენმ”-ის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამი ოლქის დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის მთავრობა არ აღიარებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობებს