აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. პარალელურად იმატებს მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა.
2016 წლის 6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 8 734 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ 201 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 8 014 საქმე.

ქეის მენეჯერების მიერ 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით წარმოებაში მიღებული 8 014 აპლიკაციიდან დასრულდა 5 113, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 76 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 789.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძემ “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიაოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე პროცესებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება