აღსრულების ეროვნული ბიურო – 575 დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს მორიგებით დასრულებული საქმეების ბოლო სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც ,,თაიმერს” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს 2015 წლის აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის თვეში 575 შემთხვევა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აქტიური ჩართულობითა და მხარეებს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
• სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა 2015 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში შეადგინა 575 ერთეული შემთხვევა;
• ამავე პერიოდში, 48 შემთხვევაში საქმე მორიგებით დასრულდა და შესაბამისად, არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება;
• მორიგების შედეგად, ამ სამი თვის განმავლობაში, 33 გამოცხადებული აუქციონი შეწყდა და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია;
• ამავე საანგარიშო პერიოდში 1 602 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება;
• ამ სამი თვის მონაცემებით, დარეგულირდა ალიმენტის 315 საქმე”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიედგარს რინკევიჩსი: ყველას სურს დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო და მედია
შემდეგი სტატია“წვერი რადგან მაქვს მოშვებული, ტყიდან გამოვარდნილი კი არ ვარ” – ხმაური ბორჩაშვილის სხდომაზე