აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

სავარაუდოდ ინციდენტში სამი პირი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამი ცეცხლსასროლის იარაღი.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაახლოებით 10 სროლის ხმა გაისმა.

იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. დაჭრილია თავად ბინის პატრონიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ინციდენტში მონაწილე პირები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კიკნაველიძეს წარადგენს
შემდეგი სტატიააღსრულების ბიუროს ეზოში დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა