აღმოსავლეთ უკრაინაში მასწავლებელი გოგონას 10 ათას დოლარად გაყიდვას აპირებდა

11ხარკოვის მხარეში პოლიციამ დააპატიმრა მასწავლებელი, რომელიც 13 წლის გოგონას 10 ათას დოლარად გაყიდვაშია ბრალდებული. გოგონა ხარკოვში სპეციალურ ინტერნეტში ცხოვრობდა, რომელიც რთულადაღსაზრდელი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი – უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო.
მისი თქმით, ოპერაცია 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ავაკოვის თქმით, მყიდველმა მასწავლებელს აუხსნა, რომ მას გოგონას შინაგანი ორგანოები აინტერესებდა.
52 წლის ქალი უკრაინის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მას მუშაობის 20 წლიანი სტაჟი აქვს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას
შემდეგი სტატიაბელორუსში საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდაზე ფიქრობენ