ქალაქ ვანში, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, ძლიერი აფეთქება მოხდა -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დანაღმული ავტომობილი, თურქეთის მმართველი პარტიის ოფისთან აფეთქდა. აფეთქების ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სახლებში მინეში ჩალეწა -წერს The Independent-ი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა. 19 ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.