აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-დან 24 ნოემბრამდე კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

დღეს ქუთაისში შენარჩუნებული იქნება ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლოა 32 მ/წმ – ში მიაღწიოს.

ხვალიდან ქარის სიძლიერე შედარებით შესუსტდება და 22–23 ნოემბერს, 28–30 მეტრი წამშია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო
შემდეგი სტატიაპარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა