აღმოსავლეთ მოსული ბოევიკებისგან განთავისუფლებულია

ერაყელმა სამხედრო სარდლებმა განაცხადეს, რომ ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” სრულიად განთავისუფლებულია. ტალიბა შაგხატის თქმით, ტიგროსის აღმოსავლეთ ნაწილის დაბრუნება მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროების მიზანი იყო, რაც მიღწეულია.
ერაყის არმია, ქურთების ქვეითი ნაწილები და შიიტი ამბოხებულები ქალაქს ალყაში აქცევენ. სამხედრო სარდალმა განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილები ტერორისტებთან ბრძოლას ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით განაგრძობენ.

მოსულის შეტევა ოქტომბერში დაიწყო. სამხედრო ექსპერტების თქმით, ოპერაციის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების დღე დაასახელეს
შემდეგი სტატიათურქეთში 243 სამხედროს დაკავებაზე ორდერი გაიცა