აღმოსავლეთ გუტაში თებერვლიდან 600-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში 18 თებერვლიდან ავიადარტყმების შედეგად 600-მდე ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა – დღეს სირიაში გაეროს რეგიონალურმა წარმომადგენელმა პანოს მუმცისმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა. რეგიონში საომარი მოქმედებები ძლიერდება, სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ხალხი შიმშილობს, ავიადარტყმები ხორციელდება საავადმყოფოებზე – თქვა მუმცისმა და დაამატა, რომ “მოსახლეობის კოლექტიური დასჯა უბრალოდ დაუშვებელია”.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ჯარები აღმოსავლეთ გუტაში წინ მიიწევენ, ბაშარ ასადის არმიამ რამდენიმე სოფელი უკვე დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერომ რეზოლუცია მიიღო აღმოსავლეთ გუტაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ 30 დღის ვადით, რომ ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა გახდეს შესაძლებელი, ასევე, დაჭრილების ევაკუირება მოხდეს, თუმცა, შეთანხმება არ მოქმედებს რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციაზე.

banner
წინა სტატიაშინინო მამუკელაშვილის ფეისბუქპოსტს გოჩა მირცხულავა ეხმაურება-ეს არის მტკნარი სიცრუე
შემდეგი სტატიაგერმანია ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის