აღმოჩენილია ფულის მომპარავი პროგრამა ანდროიდისთვის

კიბერუსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს პროგრამული უზრუნველყოფა საშიში FakeBank-ისთვის, რომელსაც შეუძლია მსხვერპლის სატელეფონო ზარები დაიჭიროს – კომპანია Symantec-ის მოხსენებაში წერია.
პროგრამული უზრუნველყოფის ახალი კონფიგურაცია საბანკო სატელეფონო ზარებს თაღლითებისკენ ამისამართებს. ბოროტმოქმედები ფინანსურ მსხვერპლებზე ინფორმაციას აგროვებენ და მას საჭიროებისამებრ იყენებენ, ამასთავანე, FakeBank-ს შეუძლია ტელეფონში დარჩეს და მომხმარებლის საბანკო მონაცემებს ანალიზი გაუკეთოს, ასევე, ნებისმიერი ოპერაცია განახორციელოს ფინანსური ორგანიზაციის სახელით.
სპეციალისტები FakeBank-ს აფასებენ, როგორც ყველაზე “კრეატიულს” ვირუსების ბაზარზე. ასევე, მათივე ინფორმაციით, FakeBank-ის განახლებული ვერსია ჯერჯერობით, მხოლოდ აზიის რეგიონში მოქმედებს, ის ვრცელდება სოციალურ მედიაში ბმულის სახით, ასევე, სმარტფონების მაღაზიებიდან.

banner
წინა სტატიაშიჰორსტ ზეეჰოფერი დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაასადმა აღმოსავლეთ გუტაში წინა ხაზი ინახულა