“აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს”-არასამთავრობოების განცხადება

აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს-ასე ეხმაურებიან ეს შენ გეხება კამპანიაში ჩართული არასამთავრობოები, ინტერნეტ სივრცეში გუშინ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერებს.

მათ განცხადებაც გაავრცელეს სადაც წერია, რომ აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით და დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„თუ ასეთი რამ ნამდვილად იგეგმებოდა და გადადგმული იყო კონკრეტული ნაბიჯები, ბუნებრივია უსაფრთხოების სამსახურებმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს არ უდნა გაიგონ საეჭვო ვითარებაში გავრცელებული აუდიო მასალით. არამედ უნდა იყვნენ ინფორმირებულები. ჩვენ საზოგადოებას გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი, რომ გვქონდეს ძალიან კონკრეტული პასუხები, რამდენად ადეკვატურია ეს ჩანაწერი და რამდენად ავთენტურია,“-განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას განცხადებით არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი : ფარულ ჩანაწერში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ