აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გაიხსნა

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა უკვე ფუნქციონირებს – ახალი გზა თბილისის მერმა გახსნა. დავით ნარმანიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ამ ადგილას ხშირი იყო ავარიები და ამ ესტაკადით მოხდება განტვირთვა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ესტაკადაზე განაპირა ბურჯების და ხიდის ძირითადი კონსტრუქციის აღდგენა მოხდა, მოეწყო სავალი ნაწილი და გაკეთდა ბეტონის დამცავი ფენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “ზიმომ” შეასრულა და პროექტი ბიუჯეტს 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდა.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ ფოთსა და ზუგდიდში ფონდის რეგიონული ოფისები გახსნა