აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მოვითხოვთ, რომ აქციის მონაწილე ყველა პირი მივიდეს პოლიციაში – არსენი ავაკოვი

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი გამართა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა.

მან გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკრაინაზე თავდასხმა და წინასწარ „განზრახული პროვოკაცია“ უწოდა.

“თითოეული ადამიანი, ვინც გუშინდელი მოვლენების დროს უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უნდა გამოცხადდეს შეგინის გამშვებ პუნქტში, რომ გაიროს შესაბამისი პროცედურა. ადამიანების ნაწილმა ჟურნალისტებიდან და უცხოელებიდან ეს უკვე გააკეთეს მიხვდნენ რა, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ეროვნულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მოვითხოვთ, რომ აქციის მონაწილე ყველა პირი მივიდეს პოლიციაში ჩვენების მისაცემად. კარგი იქნება, თუ ამას თავად გააკეთებენ. თუ არ გამოცხადდებიან, ყველა მონაწილეს უკვე დღეიდან გაეგზავნება შესაბამისი მოთხოვნა. გუშინდელ მოვლენებს გენპროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. გუშინ, როდესაც კადრებს ვუყურებდი, როგორ დაესხა თავს მესაზღვრეებს ხალხის მასა შეძახილებით “მიშა, მიშა”, 2014 წლის “იზვარინოს” გამშვები პუნქტის ასოციაცია გამიჩნდა. ხალხი, რომელიც ყვიროდა “რუსეთი” და დროშები ჰქონდათ არა უკრაინული, არამედ რუსული,” – განაცხადა ავაკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ მოქალაქეებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირების დროს, 16 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს