აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ამ დროისათვის, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია. სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაში“მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის”- გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიამაგნოლიას გადასატანად ასწლოვან ევკალიპტის ხეებს ჩეხავენ