(VIDEO) ექსკლუზივი:აფხაზები მსოფლიო პატრიარქს საქართველოს კანონიკური საზღვრიდან გაყვანას სთხოვენ

ატონიდღეს ახალი ათონის მონასტერში გაიმართა სახალხო-საეკლესიო კრება, რომელმაც აფხაზეთის მართლმადიდებელი თემის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა სრულიად მართლმადიდებელთა კრებას, მის თავმჯდომარეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს.
მიმართვაში, ნათქვამია, რომ სახალხო-საეკლესიო კრებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში მცხოვრებმა 1300-მა მართლმადიდებელმა. შეკრების მონაწილეებმა დაადასტურეს 2011 წელს, ანალოგიურ ღონისძიებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს ავტოკეფალურ ეკლესიებს იმსჯელონ „აფხაზეთის მართლმადიდებელ თემში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაზე“.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ “ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთის პრობლემის განხილვას იგნორირებას უკეთებს ეკლესიათაშორის დონეზე. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთის მრევლი დღემდე არაკანონიკურ სიტუაციაშია, ხოლო ეკლესიის ინსტიტუტი აფხაზეთში საერთოდ არ არსებობს“.
მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ „აფხაზები არასდროს თვლიდნენ თავს ქართული ეთნოსის და ქართული ეკლესიის ნაწილად“ და შემდეგ საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ ისტორიულ მოვლენებს:“ 1918 წელს აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ იქნა ოკუპირებული. ამავე დროს სოხუმში გამოგზავნილ იქნა რუსეთის ეკლესიიდან განდგომილი თვითგამოცხადებული საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტი, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორია საკუთარ კანონიკურ იურისდიქციაში მოაქცია. 1990 წელს მსოფლიო პატრიარქმა, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება ყველა პოლიტიკური ასპექტი გაეთვალისწინებინა, საქართველოს საპატრიარქოს ის კანონიკური საზღვრები მიანიჭა, რაც მას 1943 წელს ჰქონდა და რომელიც ქართული და რუსული ეკლესიების მიერ იყო განსაზღვრული, ანუ ყოფილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში“.

ae12
კრების მონაწილეები თვლიან, რომ აფხაზებსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობა არ არის მეგობრული. მიზეზად მათ მოჰყავთ ის გარემოება, რომ „1918 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ეკლესია საქართველოს მთავრობის ნაციონალისტურ პოლიტიკას უჭერს მხარს აფხაზებთან და სხვა ხალხებთან მიმართებაში. საქართველოს საპატრიარქო არასდროს გამოსულა სისხლიანი ომების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992-1993, 1998 და 2001 წლებში, ასევე, საქართველოს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის დროს 2008 წელს“.
მიმართვის ტექსტში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის მრავალეროვან მრევლს „არასდროს უგრძვნია ქართველი იერარქებისა და პატრიარქის მხრიდან მხარდაჭერა. საომარი მოქმედებების დაგმობის ნაცვლად, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს საზღვრების აღდგენას, რომლითაც საკუთარი სახელმწიფოს ნაციონალისტურ პოლიტიკას უჭერს მხარს“.
გამომდინარე აქედან, ვკითხულიბთ შემდეგ მიმართვაში, აფხაზეთის მართლმადიდებელი თემი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას არ აღიარებს და იბრძვის ავტოკეფალიის მიღებისათვის. ყრილობა შეახსენებს მსოფლიო პატრიარქს, რომ 2013 წელს აფხაზეთში გამოკითხვა ჩატარდა და 70 ათასმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის შესახებ.
მიმართვის ავტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II ამავე დროს არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. „მოგმართავთ თხოვნით შეიქმნას ეკლესიათაშირისი კომისია, რომელიც გადახედავს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და განსაზღვრავს აფხაზეთის თემის ავტოკეფალიის სტატუსს“- აღნიშნულია მიმართვის ბოლოს.

ბლოგერი დავით ჟვანია სპეცილალურად “თაიმერისთვის”

 

 

https://youtu.be/dtzdYKG_hjE

banner
წინა სტატიაშილონდონის ექს-მერი: ევროკავშირი და ჰიტლერი ერთი და იგივეა
შემდეგი სტატიარუსულ LifeNews-სს ჯამალამ და პროდუსერებმა კომენტარი არ მისცეს