აფხაზეთში ნაადრევი გაზაფხული დადგა

IMG_9472აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის შავიზღვისპირეთში ნაადრევმა დათბობამ და ხანგრძლივი დროის მანძილზე ტემპერატურის +20 გრადუსზე შენარჩუნებამ, ნაცვლად ამ დროისთვის ნორმალური +7-8 გრადუსისა, მცენარეთა გაღვიძება, აყვავილება და ნაადრევი გაზაფხული გამოიწვია.  აფხაზი მეცნიერების ვარაუდით, ნაადრევი დათბობა  ცუდად იმოქმედებს ბუნებაზე, გამოიწვევს მცენარეული კულტურების მრავალ დაავადებას და ნაყოფიერებასაც სულ ცოტა 30% -თ შეამცირებს.

თუმცა აფხაზი მეტეოროლოგების ცნობით, ანომალური დათბობა მომავალ კვირას მკვეთრი აცივებით შეწყდება და ჩრდილო-დასავლური ციკლონი, რომელიც აფხაზეთს უახლოვდება, მომავალ კვირას ტეპერატურას უაროფით ნიშნულამდე დაწევს.

banner
წინა სტატიაშიარც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო
შემდეგი სტატიააშშ News Corporation-ის საქმეს ხურავს