„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ამერიკული როკ-ჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

ბილეთების ყიდვა მსურველებს biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება. „აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი.

ევროტურნეს ფარგლებში, ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ეკვივალენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება 40 ლარი იქნება, Black Sea Arena-ს მესამე სექცია 50 ლარი, მეორე სექცია – 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია – 200 ლარი ეღირება.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო “Vip ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე ვებგვერდზე შეეძლება. ასევე, ლინკის მეშვეობით, შესაბამისი ბილეთის შესაძენად, ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა მარტივად იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
შემდეგი სტატიაუაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს