ადვოკატის მიერ მოტყუებული დევნილი

ამ დედა – შვილს ორი წელია, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქალაქ ფოთში გამოუყო საცხოვრებელი ბინა. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ეს ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებლად.
თამუნა უზარაშვილი ამ ხნის მანძილზე ეძებს გზებს , რომ ბინის გარეშე არ დარჩეს მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამამ მიატოვა. ადვოკატის მიერ მოტყუებული, სახელმწიფო უწყებებისგან იგნორირებული და მარტოდ დარჩენილი ახალგაზრდა დედა დღემდე უშედეგოდ იბრძვის.
” ბევრი ტკივილი გადავიტანე, ბევრი ცრემლი დავღვარე , მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს ვერ მივაღწიე. იძულებული ვარ ვიცხოვრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე . მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად ეხებათ ჩვენი ბედი, მოგვხედონ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიცავს და გადაგვარჩენს მე და ჩემს შვილს ” – აცხადებს დაზარალებული.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი მწყემსი გაიტაცეს
შემდეგი სტატიარუსეთი ცდილობს, ძალით შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები