ადვოკატი: ვეფხია ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიების მიერ საქმისთვის მინიჭებულ კვალიფიკაციას – მკვლელობის დამამძიმებელ გარემობებში ჩადენას არ ეთანხმება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა თქვა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ქართუ ბანკის“ იურისტს თაღლითობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპროკურორი: ბარნოვზე, მკვლელობის ადგილას, ბენზინის მსგავსი სითხეც არის ნაპოვნი