ადვოკატი სააკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს. მანვე დაადასტურა, რომ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

„არსებობს ორი რისკი: უკრიანიდან უკანონო გაძევება, შესაძლო დაკავება და დაპატიმრებაც კი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება, რადგან კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაცია და ექსტრადირება აკრძალულია იმის გამო, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ქმედებები სააკაშვილისთვის იმ პირის სტატუსის მინიჭებას ეხება, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

კიევში,მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ivan.slobodianyk.9/videos/1663976426958046/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში(Video) უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული
შემდეგი სტატია(video)სპეცრაზმი მობილიზებულია სააკაშვილის საცხოვრებელი კორპუსის ეზოშიც