ადვოკატი: რუსეთში გია ცერცვაძეს ელის წამება

უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის გიორგი ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რუსეთში საფრთხე ელის.

როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა მტკიცებულება აქვს რუსეთს. დაცვის მხარე ასევე, ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე არ გააფრთხილეს.

“თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით. ამ დრომდე ვცდილობთ გარკვევას, თუ რა მოხდა“, – აცხადებს გია ცერცვაძის ადვოკატი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ცერცვაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და რუსეთს არ გადასცემს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაპრემიერი: საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებზე იქნება მორგებული