ადვოკატის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებული 6-ივე პირი ნაცემია, მათგან 2, ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დაზიანებები დაფიქსირებულია. ლადო სადღობელაშვილი საავადმყოფოში პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს, გიორგი ჭელიძე – იზოლატორიდან. კადრებში სავარაუდოდ ჩანს, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები”, – აცხადებს ცირა ჯავახიშვილი.
საპატრულო პოლიციამ ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.