ადვოკატი – კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი დუმილის უფლებას იყენებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 12, 2018 13:25

ადვოკატი – კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი დუმილის უფლებას იყენებს

კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა. მისი თქმით, საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ და ჟამუტაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაპატიმრების დროს ჟამუტაშვილმა ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო.

„ამ წუთას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო თავისი ინიციატივით, ის გამოკითხვას ატარებდა დაზიანებებთან დაკავშირებით. დაკავების დროს მიღებული აქვს დაზიანება ხელისა და ფეხის არეში, ამასთან დაკავშირებით შედგა ოქმი. რაც შეეხება დაკავებას, მას უთხრეს, რომ ამოღებულია 50 ტაბლეტი ექსტაზი. თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ელოდება საქმის მასალების გადმოცემას, გვაინტერესებს, რა მტკიცებულებები აქვთ, ის უარყოფს ამ ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ

მისი განმარტებით, კაფე „გალერის“ დაცვის უფროსი კლუბის გარეთ დააკავეს, სადაც ჩატარდა ჩხრეკა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიდიოდა მიყურადება და ჩაწერა კაფე „გალერიში“ და მათ აქვთ რაღაც მტკიცებულება, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. როგორც თანამშრომლები ამბობენ, როდესაც მოხდა დაკავება, მას ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

უწყებამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე ვიდეომასალაც გაავრცელა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 12, 2018 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics