ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმისას სახლში იმყოფებოდა არახამიაც, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

არახამია მომხდარს ბარბარე რაფალიანცის საქმეს უკავშირებს, რომლის დეტალებზეც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა “შაბათის კურიერშის” ისაუბრა. არახამიას მტკიცებით, შეიარაღებული თავდასხმა მისი დაშინების მცდელობა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გასროლილი ტყვია ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.მომხდარზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი თბილისშია – შეხვედრა პატრიარქთან
შემდეგი სტატიათუ ხორავას ქუჩაზე მომხდარში ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი – დეკანოზი შიო მენაბდე