ადვილად დასადგენი, მაგრამ უმოქმედო პროკურატურა – ზურაბიშვილი ყაზბეგზე მოჭრილი ხეების საკითხზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე კომენტარს აკეთებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ზურაბიშვილმა გუშინ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა:

„ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებს მოყვა დიდი რეზონანსი, სამოქალაქო აქტივისტების ძალიან დიდი პროტესტი. ერთი თვეა ეს საქმე აღძრულია, პროკურატურა ამას იძიებს, თუმცა ძალიან ადვილი დასადგენია ვინ დააშავა და ვინ არის პასუხისმგებელი, მაგრამ ერთ თვეზე მეტი გავიდა და არანაირი პასუხი არ არის და ვეჭვობ დიდი ხანი არც იქნება პასუხი. ეს არ არის ის ამბავი, რაზეც ხელისუფლებას აქვს სატრაბახო. მემგონი პირიქით უხერხულიც არის, რომ ძალიან არასწორი მიდგომის ილუსტრაციაა მოვიყვანოთ როგორც ხელისუფლების კარგი ქმედება,“ – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
შემდეგი სტატიატურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს