ადოკატთა ასოციაციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

ადოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება. ზაზა ხატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პროკურტურაში საჩივარი შეიტანა. ის უჩივის იუსტიციის საბჭოს იმ 10 მოსამართლე და არამოსამართლე წევრს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

“ჩვენ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვითხოვთ, დაიწყოს ევა გოცირიძის, კახა სოფრომაძის, ვახტანგ თორდიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ესენი არიან არა მოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში და ყველა იმ მოსამართლე წევრის მიმართ, ვინც ხმა მისცა 25 დეკემბერს ლევან მურუსიძის დანიშვნას. საჩივარში არის მოყვანილი100%-იანი ფაქტები. თვითონ ევა გოცირიძის და ვახტანგ თორდიას განცხადება და კხაბერ სოფრომაძის, მათ იცოდნენ, რომ ეს ადამიანი არ იყო ღირსი დაენიშნათ, მაგრამ დანიშნეს იმიტომ, რომ იუსტიციის უმარლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არ დაუჭერდნენ მხარს სხვა ღირსეულ კანდიდატებს. ეს არის პირდაპირ აღიარება სავარუდოდ ჩადენილი დანაშაულისა. უბრალოდ პროკურატურამ უნდა დაიბაროს ეს პირები და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“ძალიან კარგი იქნებოდა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვისაც მოესმინა პრემიერს”