ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულებისთვის ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა. აღნიშნულ ცვლილებას დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართა.
გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.
დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ელექტრონული ბაზის დახვეწა, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა, დაკავებულთა კვების გაუმჯობესება. ექვს მსხვილ იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის არსებული სისტემა ახლით შეიცვლება.