ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანებაში

მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში, – ასე ეხმაურება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების განცხადებას.

”გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული.
მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში”, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართეს. წერილში ოჯახი გულისტკივილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ იყო განთავსებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – 13 ნოემბრიდან თბილისის ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკო-ში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა